თიხა და თიხის ნაკეთობები

ქართული კერამიკა

ავტორი

თიხა და თიხის ნაკეთობები

Posted by Author On Month - Day - Year

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

ქართული კერამიკა

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

მხატვრული კერამიკა

ტერმინი “ მხატვრული კერამიკა “ – აერთიანებს კერთმიკული ნაწარმის ორ ჯგუფს:

უფრო, შემცხვარ კეციანი
· ფაიფური
· ქვის ნაწარმი
(ჩაის, ყავისა და სადილის სერვიზები, ლარნაკები, იატაკის ფილები და სხვ.).

ფორიანი შეუმცხვარი კეციანი
· ტერაკოტა
· მაიოლიკა
· ფაიანსი
· შამოტის ნაწარმი
· ნახევარფაიფური
· არქიტექტურულ–მხატვრული ნაწარმი
(ფაიანსის მოსაპირკეთებელი, საკედლე მასალები, მოზაიკური პანოები და სხვ.).

დაფქვის სიწმინდის მიხედვით არჩევენ
წვრილ მარცვლოვანი აგებულობისა ( ფაქიზი კერამიკა ) და მსხვილ მარცვლოვანი აგებულობის (უხეში კერამიკა ) ნაკეთობებს.

ფაქიზი კერამიკა
· ფაიფური
· ქვის ნაწარმი
· ფაიანსი

უხეში კერამიკა
· საშენო მასალები
· კრამიტი

ფაიფური

ფაიფური – კერამიკული ნაკეთობა რომელსაც აწარმოებენ
ძირითადათ ფაიფურის ქვისგან და პლასტიკური დანამატის – კაოლინისაგან.
ფაიფური არის შემცხვარი, თეთრი, თხელკედლიანი,გამჭვირავი, სითხე და აირშეუხწევადი კერამიკული ნაკეთობა.
მარკო პოლო პირველი ევროპელი მოგზაურთაგანი იყო, რომელიც
გაეცნო ჩინეთში ფაიფურის დამზადების ხელოვნებას და ჩამოიტანა ევროპაში ფაიფურის რამოდენიმე ნიმუში XIIIს., წერდა რომ მას ამზადებენ ორი კომპონენტისგან: თეთრი თიხისაგან და ქვა «პენტუნზე»- საგან.
არსებობს ფაიფურის ორი სახესხვაობა:
1. რ ბ ი ლ ი ( გაფრიტებული, ზეგერისეული, ძვლის ფაიფური )
2. მ ა გ ა რ ი
გაფრიტებული ფაიფური გამოირჩევა ნაზი დეკორატიული ფერადი ტონებით.
ზეგერისეული რბილი ფაიფური ძირითადად შედგება: მინდვრის შპატისაგან, ქვიშისაგან და თეთრი თიხებისაგან (ან კაოლინისაგან), რომელიც შედგენილობით იაპონური ფაიფურის მასის მზგავსია.
რბილი ფაიფურის ჯგუფს მიეკუთნებააგრეთვე ე.წ. « პარიანი » რომელიც გამოირჩევა გამჭვირვალე, მოუჭიქურებელი, ხავერდოვანი ზედაპირით. ზოგჯერ მას ბისკვიტულს უწოდებენ. ასეთი ფაიფურისაგან ამზადებენ სკულპტურულ ნაკეთობებს.
ვედჟვუდის სახელთანაა დაკავშირებული ინგლისური ძვლის ფაიფურის წარმოება. მრავალი ცდის შემდეგ ვედჟვუდის – ინგლისელი მეცნიერების ამ სახელგანთქმული გვარის ერთერთმა წარმომადგენელმა დ.ვედჟვუდმა მიაგნო ძვლის ფაიფურის საიდუმლოებას, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ძვლის ფქვილი, ფოსფორ–მჟავა კალციუმი, კაჟბადი, კაოლინი და თეთრი თიხა.
ძ ვ ლ ი ს ფ ქ ვ ი ლ ი მიიღება მსხვილყეხა რქიანი პირუტყვის ძვლებისაგან. მაგარი ფაიფური გამოირჩევა: დიდი ქიმიური მდგრადობით, იგი უძლებს თითქმის ყველა მჟავას (გარდა ფტორისა და ფოსფორისა) ზემოქმედებას, არ იხსნება ტუტეებში

ქვის ნაწარმი

ქვის ნაწარმი მიეკუთნება ფაქიზი კერამიკის ჯგუფს.
ასეთი ტიპის კერამიკული ქვა ღია ფერისაა, ფაიფურის მსგავსად მკრივი, მოჭიქურებული და წყალშეუღწევადი, მაგრამ განსხვავებით კი
შუქგაუვალია. ე.ი. გამჭვირვალობას მოკლებულია.
ქვის ნაწარმის შემაქმნელად გამოიყენება თითქმის ყველა სახის ძნელდნობადი თიხები.
სითეთრის მისანიჭებლად ქვის ნაწარმში შეჰყავთ კაოლინი, დამამჭლევებლად უმთავრესად წუნდებული ნაკეთობის ლეში, მალღობელად მინდვრის შპატი, პერლიტი და სხვა.
მაღალ მხატვრულ ნაკეთობების მისაღებად თიხებს ამდიდრებენ.
აღსანიშნავია ვედჟვუდის ქვის ნაწარმი, რომელიც ბუნებრივად შეფერილი ქვების (ბაზალტი, ანდეზიტი, და სხვ.), თიხებისა და ძვლის ნაცრის დამატებით მიიღება. ასეთი ნაწარმი არ ჩამოუვარდებოდა თვით ფაიფურის ყველაზე საუკეთესო ნიმუშებსაც კი.
მცირე სისქის გამო ქვის ნაწარმი ისევე როგორც ფაიფური ორჯერ იწვება.
ქვის კერამიკისგან მზადდება აგრეთვე ძალიან კარგი თერმო მედეგი საოჯახო ნაკეთობებიც. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ წითელი თიხისაგან გაკეთებული თერმო –მედეგის ნაკეთობები საქართველოს ბევრ მხარეშია ცნობილი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შემადგენლობით და თვისებებით ძალიან გავს ქვის კერამიკას ( მაგ. თონე, კეცი და სხვა.).

ნახევარფაიფური

ნახევარფაიფური – ეს არის თხელკედლიანი ფაქიზი კერამიკის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ახასიათებს დიდი სიმტკიცე და გაუმჭვირვალობა. მექანივური სიმტკიცე 2–ჯერ მეტი აქვს ვიდრე ფაიანს, მაგრამ ნაკლები ვიდრე ფაიფურს. იგი ქიმიური, ფიზიკური და ზოგიერთი სხვა თვისებებითაც საშუალედო ადგილს იკავებს ფაიფურისა და ფაიანს შორის.
ნახევარფაიფურის საწარმოებლად გამოიყენება თითქმის იგივე ნედლეული, რაც ფაიფურისთვისაა საჭირო.
ნახევარფაიფურისგან ამზადებენ საოჯახო ნივთებს, მოსაპირკეთებელ ფილებს და სხვ.

ფაიანსი

ფაიანსის ნაკეთობებს აქვთ წვრილმარცვლოვანი ფორიანი სტრუქტურა, თეთრია, უჭიქურო მდგომარეობაში წყალს იწოვს და ატარებს. ფაიფურისაგან განსხვავებით გამჭვირვალობას მოკლებულია.
სახელწოდება ფაიანსი წარმოიშვა იტალიის ქალაქ ფ ა ე ნ ც ი დ ა ნ,
სადაც როგორც ისტორიკოსები თვლიან, ამ ტიპის კერამიკული ნაკეთობების პირველი წარმოებები ჩაისახა.
შემადგენლობის მიხედვით ფაიანსი შეიძლება იყოს მაგარი, რბილი,
შამოტის, კირქვიანი, თიხამიწის და სხვ.
ფაიფურსა და ქვის კერამიკის ჭიქურებთან შედარებით ფაიანსის ჭიქურები გაცილებით რბილია და შედარებით ადვილად იკაწრება.

მაიოლიკა

მაიოლიკა – ფორიანი ნაკეთობაა, ჭიქურით დაფარული გლუვი ან
რელიეფური ზედაპირით.
მაიოლიკური ნაწარმის კეთების პირველი ნიშნები შეინიშნება
ეგვიპტეში ( ძვ.წ. II ს.) და საბერძნეთში ( ძვ. წ. VI – V სს.), შემდეგ სპარსეთში ( X –XIII სს.), ხოლო უფრო მოგვიანებით კი
ესპანეთში ( XIV – XV სს. ), სადაც კულმიწაციურ გაფუქჩვნის ხანაში შევიდა და ხმელთაშუა ზღვით კუნძულ მ ა ლ ი ო რ კ ი ს ( აქედან წარმოსდგა დასახელება « მაიოლიკა » ) გავლით შეაღწია იტალიაში ( XVI ს. )
მაიოლიკის საწარმოებლად ძირითადად იყენებენ ფერად თიხებს, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით კირქვაც. თიხებს უმატებენ აგრეთვე კვარცის ქვიშებს, ხოლო ფერის დასაფარავად კი გაყრუებულ ჭიქურებს.
ფაიანსთან შედარებით მაიოლიკა უფრო ფორიანი ნაკეთობაა, ნაკლები მექანიკური სიმტკიცე და ქიმიური მდგრადობა ახასიათებს,
მაგრამ სამაგიეროდ დიდი დეკორატიულობით ხასიათდება.
გამოწვის დაბალი ტემპერატურა საშუალებას აძლევს ფერადი ჭიქურებისა და საღებავების უმდიდრესი პალიტრის მთელი არსენალის გამოყენებას.
მაიოლიკის ქართულ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, ქაშანურის
ჭურჭელი.

შამოტის ნაწარმი

შამოტის ნაწარმი ეწოდება ისეთ კერამიკულ ნაკეთობებს, რომლებიც გამჭლევების მიზნით შეიცავს 20–70 % გამომწვარ, დაფქვილ თიხას ( შამოტს ).
შამოტის დამატება ამაღლებს მასალის სიმტკიცეს, თერმომდგრადობას,
აადვილებს საჰაერო და ცეცხლოვან ჩაჯდომას და სხვ.
დიდი ფორიანობის გამო შამოტის ნაკეთობანი ძალზედ სწრაფად შრებიან, რაც შრობისა და გამოწვის დაჩქარების საშუალებას იძლევა. მისგან მზადდება ქვის ფაქტურის არქიტექტურული (ჭიქურით ან უჭიქუროდ) მხატვრული დეტალები, პანოები, ცეცხლგამძლე ტიმულები და სხვ.
უსწორმასწორო შამოტის ზედაპირის დაფარვას აწარმოებენ ანგობის
საშუალებით, რომელსაც შემდეგ ფარავენ ჭიქურის სქელი ფენით.
იმ შემთხვევაში თუ შამოტი წმინდადაა დაფქვილი ანგობის წასმა აღარ არის საჭირო.

საწყისი გვერდი

პროექტები

ფოტოგალერეა

კონტაქტი