ფაიანსის ნაკეთობებს აქვთ წვრილმარცვლოვანი ფორიანი სტრუქტურა, თეთრია, უჭიქურო მდგომარეობაში წყალს იწოვს და ატარებს. ფაიფურისაგან განსხვავებით გამჭვირვალობას მოკლებულია.
სახელწოდება ფაიანსი წარმოიშვა იტალიის ქალაქ ფ ა ე ნ ც ი დ ა ნ,
სადაც როგორც ისტორიკოსები თვლიან, ამ ტიპის კერამიკული ნაკეთობების პირველი წარმოებები ჩაისახა.
შემადგენლობის მიხედვით ფაიანსი შეიძლება იყოს მაგარი, რბილი,
შამოტის, კირქვიანი, თიხამიწის და სხვ.
ფაიფურსა და ქვის კერამიკის ჭიქურებთან შედარებით ფაიანსის ჭიქურები გაცილებით რბილია და შედარებით ადვილად იკაწრება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment